Apricot Systems

ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობა

თქვენ იხდით ჩვეულებრივი საბუღალტრო პროგრამის საფასურს და იღებთ თანამედროვე და ძლიერ საბუღალტრო სისტემას AS-Accountant ან AS-Trade, რომელსაც გააჩნია საუკეთესო ფუნქციონალი, ანგარიშგების აგების ფართო შესაძლებლობები და ამას თან ერთვის ბრწყინვალე მომსახურება.
სისტემის ფუნქციონალი გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ სავაჭრო და საბუღალტრო ყველა ძირითადი პროცესის ავტომატიზაცია.

Generic placeholder image

Generic placeholder image

ძლიერი და მოქნილი ანგარიშგების სისტემა

  • თქვენ შეგიძლიათ სისტემიდან ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, მონაცემთა გაფილტვრის, დაჯგუფების, ჯამების დამატების, სვეტების ამორჩევის ინსტრუმენტების გამოყენებით.
  • Excel-თან კავშირი: ახალი შემუშავების შედეგად Excel-ში ემატება ფორმულები, რომლებიც გაძლევთ საშუალებას სისტემა AS-Accountant-დან და AS-Trade-დან გადმოქაჩოთ მონაცემები. Excel-ის საანგარიშო და ანალიზური საშუალებების გამოყენებით შეგიძლიათ ნებისმიერი უწყისის მიღება.
  • 60-ზე მეტი ჩაშენებული უწყისი, მათ შორის ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური და საგადასახადო უწყისები.


თანამედროვე, მომხიბლველი, კომფორტული სამუშაო გარემო

  • სისტემის სამუშაო გარემო აგებულია ნაცნობ და მოხერხებულ MS-Office-ის სტილში. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს ადვილად დაიწყონ სისტემის მოხმარება და თავი აარიდონ ახალ სამუშაო გარემოზე მიჩვევით გამოწვეულ დროის ხარჯვას და დისკომფორტს.
  • სისტემა მუშაობს Unicode-ით, რაც შესაძლებელს ხდის ნებისმიერი ენით შეყვანილ მონაცემებთან მუშაობას.
  • დოკუმენტის შექმნისას მიმდინარე მრავალი შემოწმება უზრუნველყოფს მონაცემთა მთლიანობას და სიზუსტეს.
  • სისტემას აქვს სხვადასხვა ფერების და შრიფტების თემები. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სისტემის მისთვის მაქსიმალურად მოხერხებული ხედის შერჩევა.

Generic placeholder image

Generic placeholder image

ნაკლები ხელით შესასრულებელი სამუშაო

თქვენთვის მაქსიმალური კომფორტის და დროის დაზოგვის უზრუნველსაყოფად, სისტემები AS-Accountant და AS-Trade არიან სხვა სისტემებთან ინტეგრირებულნი

  • TBC Bank-ის და Bank of Georgia-ს ინტერნეტ ბანკინგის სისტემასთან ინტეგრაციით თავისუფლდებით ტრანზაქციების ხელით შევსებისგან და ზოგავთ დროს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა სისტემა AS-Accountant-დან და AS-Trade-დან საგადახდო დავალებები დააექსპორტოთ TBC Bank-ის ინტერნეტ ბანკინგის სისტემაში და ასევე განახორციელოთ მონაცემების იმპორტი TBC Bank-ის, Bank of Georgia-ს, პროკრედიტ ბანკის და ქართუ ბანკის ინტერნეტ ბანკიდან.
  • ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების ხელით შევსების საჭიროება აღარ არის RS.GE-ზე. უბრალოდ ატვირთეთ იგი სისტემა AS-Accountant-დან ან AS-Trade-დან შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.
  • სისტემა AS-Accountant-ის და AS-Trade-ის ინტეგრაცია გაძლევთ საშუალებას სისტემიდან AS-Trade მონაცემები ჩამოტვირთოთ სისტემაში AS-Accountant.


სისტემის ყოველმხრივი მხარდაჭერა

კლიენტებთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას კლიენტთა მომსახურების ეფექტური სისტემა შევიმუშაოთ და ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ თითოეული კლიენტი ღებულობს ამ მხარდაჭერით მაქსიმალურ კომფორტს.

  • მონაწილეობა მიიღეთ ტექნიკურად აღჭურვილ AS სასაწავლო ცენტრში ორგანიზებულ ტრეინინგებში.
  • დაუსვით თქვენი კითხვები AS სატელეფონო ცენტრის ლიცენზირებულ სპეციალისტს.
  • ისარგებლეთ დაშორებული მხარდაჭერის სისტემით - ჩვენი სპეციალისტები პირდაპირ ჩაერთვებიან თქვენს კომპიუტერს ინტერნეტით და დაგეხმარებიან პრობლემის მოგვარებაში.
  • მონაწილეობა მიიღეთ ახალი ვერსიის შეახებ ჩვენს სემინარებში და პრეზენტაციებში.
  • ეწვიეთ AS კლიენტთა მომსახურების პორტალის ცოდნის ბაზას ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების მისაღებად. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სახელმძღვანელო და დამხმარე სტატიები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე დიკუსიებში მონაწილეობისთვის და სიახლეების მისაღებად

Generic placeholder image

Generic placeholder image

ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის აქტუალურობას

ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ სისტემებს და თვალს ვადევნებთ ტექნოლოგიების ცვლილების პროცესს. ჩვენ ვუსადაგებთ სისტემებს საკანონმდებლო და საგადასახადო ცვლილებებს, ვამატებთ ახალ ფუნქციებს და ინსტრუმენტებს თქვენი სამუშაოს კიდევ უფრო გასამარტივებლად. ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ იმას, რომ თქვენ დროზე მიიღოთ უკანასკნელი ცვლილებები. სისტემა თავად გაცნობებთ განახლების არსებობის შესახებ, თქვენ უბრალოთ უნდა ჩამოტვირთოთ და დააინსტალოთ ისინი სულ რამოდენიმე კლიკით.