კონკურსში, რომელიც ჩატარდა GITI 2014 კონფერენციის ფარგლებში სისტემამ AS-Accountant 6 გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“. კონფერენცია ჩატარდა 6-7 ნოემბერს ქ. თბილისში.
GITI - ეს არის საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების და კიბერუსაფრთხოების განვითარების ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია. ამ კონფერენციას წელს დაესწრო 20 ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი. ნომინაციებში გამარჯვებულთა შორის იყვნენ სამთავრობო სექტორიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.