ძლიერი კონკურენცია დღევანდელი ბაზრის მთავარ მახასიათებელთაგანია. მსგავს პირობებში ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ არა მარტო ახალი კლიენტების მოზიდვა, არამედ არსებულთა შენარჩუნება და მათთან ურთიერთობების განვითარება. ამ ამოცანების გადაწყვეტა მოითხოვს მარკეტინგის, ვაჭრობის და მომსახურეობის ეფექტურ ორგანიზებას CRM სისტემების მეშვეობით.
კლიენტის 360 გრადუსიანი გამოსახულება გვაძლევს საშუალებას ერთ ადგილას შევაგროვოთ მისი მონაცემები და გავხადოთ ხელმისაწვდომი მასთან მომუშავე თანამშრომლებისთვის. ურთიერთობის ისტორიის, ზარების, წერილების, ხელშეკრულებების, ფინანსური მონაცემების სწრაფი წვდომა, საქმიან ურთიერთობებს ხდის უფრო შედეგიანს და ამაღლებს მომსახურეობის ხარისხს.
Microsoft Dynamics CRM - კომპანია მაიკროსოფტის მიერ შექმნილი მარკეტინგის, გაყიდვების და კლინეტთა მომსახურების პროცესების ავტომატიზირების მოქნილი სისტემა. იგი ახდენს ადამიანთა, ბიზნეს პროცესების და ტექნოლოგიების კონსოლიდაციას, ამაღლებს კომპანიის შედეგიანობას და გეხმარებათ წარმატებით მართოთ თქვენი ბიზნესი. მოხერხებული სამუშაო გარემო, სისტემებთან Microsoft Office მსგავსება და კავშირი ეხმარება კომპანიის თანამშრომლებს მოკლე დროში აითვისონ სისტემა.